суббота, 15 ноября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე გვქონდა,ჩვენი ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოადგინა საკუთარი პროექტი. საბოლოოდ დავრწმუნდით,რომ ინტელის კურსი საინტერესო და საჭიროა.მადლობა ქალბატონ ნინო მარღიშვილს,იმისათვის რომ ძალისხმევა არ დაიშურა,რათა კარგად შეგვესწავლა!

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მერვე დღე

მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა,გავეცანით მეექვსე და მეშვიდე მოდულით გათვალისწინებული ყველა პარამეტრი.ყურადღება გავამახვილეთ პროექტის დაგეგმვის  დროს რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ კლასში არის  განსხვავებული საჭიროებების მქონე  მოსწავლე.  გავეცანით რესურსებსა და მასალებს იმისათვის,რომ ხელი შევუწყოთ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების წარმატებას.

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავეცანით,როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები,ჩეკლისტების შინაარსები 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩემს პოსტზე მუსაობისას.შევიმუშავე შეფასების გეგმა,  ჩემი თემისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად გამოვიყენე პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელძღვანელოდან.ვისწავლე ახალი საქაღალდეების დამატება ბლოგზე. 

იოანე საბანისძე "აბოს წამება"


воскресенье, 2 ноября 2014 г.

მეექვსე დღე

პროექტის გეგმაში შევიტანე საჭირო ცვლილებები.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ  ჩვენს ბლოგსა და  გუგლის დრაივში,ვისწავლეთ როგორ უნდა შევინახოთ ან როგორ ვაქციოთ ნებისმიერ ფაილად ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო.